მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შესაძლოა, „თიბისი ბანკი ჯგუფის“ აქციების დაახლოებით 8 პროცენტი დროებით გაყიდონ
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შესაძლოა, „თიბისი ბანკი ჯგუფის“ აქციების დაახლოებით 8 პროცენტი დროებით გაყიდონ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკი ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) აქციების საფინანსო ინსტიტუტისთვის დროებით მიყიდვას განიხილავენ.

საუბარია ტრანზაქციაზე, რომელიც „თიბისის“ მთლიანი სააქციო კაპიტალის 8 პროცენტამდეა.

„თიბისი ბანკი ჯგუფის“ ცნობით, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე მიყიდიან საკუთარ აქციებს მესამე მხარეს (საფინანსო ინსტიტუტს) იმ პირობით, რომ მომავალში ამ წილებს განსაზღვრულ თარიღში ისევ გამოისყიდიან. საუბარია „თიბისის“ აქციების გირაოთი სესხის აღებაზე.

„თიბისი ბანკის“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მამუკა ხაზარაძე საბანკო ჯგუფის 13.54 პროცენტს, ბადრი ჯაფარიძე – 6.77 პროცენტს ფლობდნენ.