მამუკა ხაზარაძე - ვიმედოვნებ, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგება
მამუკა ხაზარაძე - ვიმედოვნებ, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგება

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, იმედი აქვს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.

ხაზარაძის თქმით, პოლიტიკურ სპექტრს შორის შეთანხმებას მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მე ვფიქრობ, ბოლო ერთ წლიანი დაძაბული ცხოვრების შემდეგ რაღაც გამოჩნდა ჰორიზონტზე. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. წინასწარ არ მინდა ვთქვა, თუმცა იმედს ვიტოვებ, ეს შეთანხმება შედგება, რამეთუ ეს საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ჩვენს განვითარებას. ამ შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების მონაწილეობით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, შედგება თუ არა საბოლოოდ შეთანხმება საარჩევნო მოდელზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.