მამუკა ხაზარაძე - სისტემა იმდენად პანიკაშია, რომ ვეღარ უძლებს წნეხს და პოლიტიკურ ოპონენტებს უკვე ქუჩიდან იტაცებს
მამუკა ხაზარაძე - სისტემა იმდენად პანიკაშია, რომ ვეღარ უძლებს წნეხს და პოლიტიკურ ოპონენტებს უკვე ქუჩიდან იტაცებს

სისტემა იმდენად პანიკაშია, რომ ვეღარ უძლებს წნეხს და პოლიტიკურ ოპონენტებს უკვე ქუჩიდან იტაცებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და მელიას თანადგომას უცხადებს.

„ასე სრულდებიან რეჟიმები – საქართველოშიც მალე დასრულდება ოლიგარქის რუსული მისია! ჩემი თანადგომა ნიკას!“ – წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.