მამუკა ხაზარაძე – შემდეგი პოლიტპატიმარი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის მეც, მაგრამ ბრძოლა არ გაჩერდება

17:02, 13.02.2020

შემდეგი პოლიტპატიმარი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის მეც, მაგრამ არც ერთი წუთით არ გაჩერდება ბრძოლა, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ეს არ არის პიროვნებების ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნის მომავლისა და თავისუფლებისთვის.

„ვის დაიჭერენ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. რა იქნება ხვალ, აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ ერთად“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი