მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ გააღარიბა ეს ქვეყანა, გააღატაკა მშობლები, დღეს მათი შვილებზე რაღაც გროშების დარიგებით უნდათ არჩევნების მოგება
მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ გააღარიბა ეს ქვეყანა, გააღატაკა მშობლები, დღეს მათი შვილებზე რაღაც გროშების დარიგებით უნდათ არჩევნების მოგება

ნებისმიერი დახმარება კარგია, თუ ამას აქვს ისეთი ეფექტი, რომ ის არ დაიხარჯება და მეორე დღეს ისევ იმ მდგომარეობაში არ რჩება ადამიანი, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მთავრობის სოციალურ პაკეტზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ გააღარიბა ეს ქვეყანა, გააღატაკა მშობლები და დღეს მათი შვილებზე რაღაც გროშების დარიგებით უნდათ არჩევნების მოგება.

„ვემხრობი ნებისმიერ მხარდაჭერას, თუ ამას მოაქვს რაღაც გრძელვადიანი ეფექტი. დღეს ქვეყანა შედის ეკონომიკურ კრიზისში. ქვეყანა შესული იყო ეკონომიკურ კრიზისში პანდემიამდეც. ქვეყანა გაღარიბებული იყო პანდემიამდე და უბედურება ის არის, რომ ოცნების გასტუმრების შემდეგ, ჩვენი და თითოეული თქვენგანის გადასახდელი იქნება ის ვალი, რომელიც მათ აიღეს. ქვეყანაში ბიუჯეტის თითქმის 50% ვალით არის შედგენილი და ეს ვალი ისე გაანიავეს ამ წინასაარჩევნო საჩუქრებით, რომ ქვეყანა ჩააგდეს უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ეს იყო პანდემიამდე“, – განაცხადა ხაზარაძემ.