მამუკა ხაზარაძე - პანიკას არ უნდა ავყვეთ, როცა ფუნდამენტურად არაფერი ხდება, ზედმეტად შექმნილი მოლოდინები, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს
მამუკა ხაზარაძე - პანიკას არ უნდა ავყვეთ, როცა ფუნდამენტურად არაფერი ხდება, ზედმეტად შექმნილი მოლოდინები, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს

მოლოდინები და პანიკა ერთ-ერთი კრიტერიუმი და განმსაზღვრელი ფაქტორია არა მარტო ლარის, არამედ ნებისმიერი ვალუტის, ამიტომ პანიკას არ უნდა ავყვეთ ხოლმე, – ამის შესახებ “თი-ბი-სი ჯგუფის” პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“თუ გადაავლებთ თვალს ჩვენი მეზობლის, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის – თურქული ლირის გაუფასურებას, საკმაოდ დრამატულად მიდის, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ვალუტაზეც და წლის ბოლოს თუ დააკვირდებით, შარშანაც და წელსაც იგივე ტენდენცია იყო. ვფიქრობ, ისევ ჩამოვა ლარი თავის ნორმალურ ნიშნულზე, რაც ყოველთვის ხდება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მოლოდინებს უკავშირებს, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მოლოდინები და პანიკა ერთ-ერთი კრიტერიუმი და განმსაზღვრელი ფაქტორია არა მარტო ლარის, არამედ ნებისმიერი ვალუტის.

„ამიტომ პანიკას არ უნდა ავყვეთ ხოლმე, როცა ფუნდამენტურად არაფერი ხდება, ზედმეტად შექმნილი მოლოდინები, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.