მამუკა ხაზარაძე - ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, რომ ოპოზიციის დაყენებულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს
მამუკა ხაზარაძე - ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, რომ ოპოზიციის დაყენებულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს

ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, რომ შეთანხმება მოხდეს იმ პირობებთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია აყენებს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული, რათა ახალი არჩევნები დაინიშნოს და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროცესი დაიწყოს.

„ვფიქრობ, ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა დავიწყოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს ყველა მხარეს იწვევს შეხვედრაზე, რადგან ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადასვლის და პოლიტიკური დიალოგის დროა.