მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებთ სხვა პარტიებს, ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, სხვა პარტიებთან, სიურპრიზები არ იყოს, უნდა იყოს მძლავრი პროტესტი კანონის ფარგლებში
მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებთ სხვა პარტიებს, ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, სხვა პარტიებთან, სიურპრიზები არ იყოს, უნდა იყოს მძლავრი პროტესტი კანონის ფარგლებში

პროტესტი იქნება ძლიერი და კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, პროპორციული არჩევნები უნდა დაბრუნდეს.

„მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქე კითხვა დავუსვა, დღეს გარჩევის დრო არ არის, კითხვა დაუსვით თქვენ თავს –  რა წაგართვეს? წაგართვეს თავისუფალი არჩევანის უფლება. ამას ვაპროტესტებთ ჩვენ აქ. მე ლელოელების“ უზარმაზარი გუნდით, თქვენთან ერთად დავდგები ყველგან, სადაც თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება. არ დავთმობთ არც ერთ ნაბიჯს. პროტესტი იქნება ძლიერი, იქნება კანონის ფარგლებში. მოვუწოდებთ სხვა პარტიებს, ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, ისევე როგორც სხვა პარტიებთან, სიურპრიზები არ იყოს. უნდა იყოს მძლავრი პროტესტი კანონის ფარგლებში. ეს არის პოზიცია. ყველამ კარგად გაიგოს, ჩვენი პოზიცია არის პროპორციული არჩევნების დაბრუნება, რომელიც შეიძლება თეორიულად და პრაქტიკულად განხორციელდეს. მინდა მოვუწოდო ყველა დიპლომატს, ყველა ელჩს, სასწრაფოდ ჩაერიეთ, ნუ მიიყვანთ ქვეყანას დაპირისპირებმდე, ჩაერიეთ, რომ პარლამენტში დაბრუნდეს კანონი. მივიღოთ უკან რაც ჩვენ გვეკუთვნის, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ვიდრე ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ, ჩვენ ვიქნებით ბედნიერი, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, ერთად ყოფნაში გაგვიმარჯოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.