მამუკა ხაზარაძე - მივმართავ ქართულ ჯარს, ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილონ, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე
მივმართავ ქართულ ჯარს, ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მივმართავ ქართულ ჯარს – სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე.
ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არალეგიტიმურ პროცესს! ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი, ეს იქნება იმ გმირების ღალატი, რომლებმაც თავი შესწირეს სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის მომავალს!“, – წერს ხაზარაძე ფეისბუქგვერდზე.