მამუკა ხაზარაძე - მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, ქვეყანაში შემოსული ვაქცინების ხუთი პროცენტი გადაეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და მომუშავე სამედიცინო პერსონალს
მამუკა ხაზარაძე - მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, ქვეყანაში შემოსული ვაქცინების ხუთი პროცენტი გადაეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და მომუშავე სამედიცინო პერსონალს

„ლელო საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, ქვეყანაში შემოსული ვაქცინების ხუთი პროცენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და მომუშავე სამედიცინო პერსონალს გადაეცეს.

მამუკა ხაზარაძის ამ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, ქვეყანაში შემოსული ვაქცინების ხუთი პროცენტი გადაეცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და მომუშავე სამედიცინო პერსონალს – ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც შიშველი ხელებით ებრძვიან პანდემიას გალისა თუ ახალგორის რაიონში, სოხუმსა თუ ცხინვალში.

ეს საქართველოა და მათი დახმარება და თანადგომა ჩვენი სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის უპირველესი ვალია“,- აცხადებს ხაზარაძე.