მამუკა ხაზარაძე - მეგის ქარდავამ მიხედოს იმ დანაშაულებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა
მამუკა ხაზარაძე - მეგის ქარდავამ მიხედოს იმ დანაშაულებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა

მეგის ქარდავამ მიხედოს იმ დანაშაულებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქარდავამ სასჯელაღსრულების მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გაავრცელა.

„მეგის ქარდავამ მიხედოს იმ დანაშაულებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა და რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, სამარცხვინო „ქართულ ოცნებას“, მეგის ქარდავა აქამდე უნდა ჩამოეყვანა და ამას სჭირდებოდა ცხრა წელი და არ სჭირდებოდა არჩევნების წინ ჩამოყვანა. ეს თვალთმაქცობა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოში ექსტრადირებულმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ განცხადება ფეისბუქგვერდზე გაავრცელა. ქარდავას თქმით, „კორუმპირებულმა გიგი უგულავამ, საბჭოთა ადამიანმა მამუკა ხაზარაძემ და მათმა კოლეგებმა მორალურად გახრწნილი, ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთეს“.