მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც საქართველოს აქვს
მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც საქართველოს აქვს

კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც საქართველოს აქვს, – ამის შესახებ „თი-ბი-სი ჯგუფის“ პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ აბრეშუმის გზის ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს არის უმნიშვნელოვანესი ფორუმი, რომელიც უკვე მეორედ ტარდება საქართველოში. ეს არის კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ საქართველო უნდა იყოს მნიშვნელოვანი მოთამაშე “ერთი სარტყელი – ერთი გზის” ინიციატივის. სულ ახლახან დავბრუნდით მე და ჩემი კოლეგები ჩინეთიდან, სადაც მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ჩინეთის უმსხვილეს კომპანიებთან. მინდა გითხრათ, რომ გზავნილი შემდეგია – სულ რამდენიმე თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია ჩინური დიდი კომპანიები მოღვაწეობენ, მოხდა საქართველოს სტრატეგიულ გზად აღიარება.

ამ შემთხვევაში, ანაკლია არის საკმაოდ დიდი ინტერესის სფერო. მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები. 20 დეკემბერს ვიწყებთ ამ გრანდიოზული პროექტის მშენებლობას და სწორედ ეს იქნება ბოლო კარიბჭე, ბოლო საშუალება აზიისა და ევროპის დაკავშირებისა უმოკლესი გზის მეშვეობით, ამიტომ, ამ ფორუმს აქვს დიდი მნიშვნელობა. რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც საქართველოს აქვს და გავაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები და ის მიღწევები, რაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია რეფორმებისა და ეკონომიკური წინსვლის კუთხით“, – განაცხადა ხაზარაძემ.

აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში ორ დღეს გასტანს. მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებას 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი ესწრება.