მამუკა ხაზარაძე - დღევანდელი სანქციებით აკრძალული მაქვს საკუთარ ბანკში თანხებზე წვდომა, დეპოზიტებზეც კი
მამუკა ხაზარაძე - დღევანდელი სანქციებით აკრძალული მაქვს საკუთარ ბანკში თანხებზე წვდომა, დეპოზიტებზეც კი

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საკუთარ ბანკში თანხებზე წვდომა აკრძალული აქვს, მათ შორის დეპოზიტებზეც, – ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს უპრეცედენტოდ არაპროპორციული ზომებია და უკვე ადამიანის უფლებებს ეხება.

„დღევანდელი სანქციებით აკრძალული მაქვს საკუთარ ბანკში თანხებზე წვდომა დეპოზიტებზე წვდომაც კი, წარმოგიდგენიათ? 100 ლარი თუ მიდევს, 100 ლარის ქვემოთ მე არ შემიძლია,  დაკრედიტება ავიღო ჩემთან აფილირებულ პირებთან, ოჯახის წევრებთან და ა.შ. ეს არის უპრეცედენტოდ არაპროპორციული ზომები. ეს უკვე სცდება რეგულაციებს, სცდება ყველაფერს და ადამიანის უფლებებს ეხება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯარაფიძეს დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.