მამუკა ხაზარაძე - დღევანდელ აქციას ვუერთდებით, ჩვენი მოთხოვნაა, სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს საშუალება, მეტი მოთხოვნა არც გვქონია და არც დავაყენებთ
მამუკა ხაზარაძე - დღევანდელ აქციას ვუერთდებით, ჩვენი მოთხოვნაა, სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს საშუალება, მეტი მოთხოვნა არც გვქონია და არც დავაყენებთ

„ლელო“ დღევანდელ აქციას უერთდება, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ჩვენი მოთხოვნა ზუსტად იგივეა, რაც მანამდე იყო. ვითხოვთ, რომ მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იყოს ისეთივე სამედიცინო დაწესებულებაში, რომელშიც 600-მდე პატიმარი იყო გადაყვანილი. ასევე სააკაშვილს ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს საშუალება. მეტი მოთხოვნა ჩვენ არც გვქონია და არც დავაყენებთ.

არ გვჯერა, რომ ან მიტინგებით, ან შეძახილებით შეიძლება, მართლმსაჯულებაზე მაღლა დადგეს ვინმე. ამ ქვეყანას სჭირდება კანონი და მისი პატივისცემა. სასამართლოში ჩვენც დავდივართ, ახლა იქიდან მოვდივართ და უკვე ორი წელია, დაგვატარებენ. მომწონს თუ არ მომწონს, მე ამ კანონებს პატივს ვცემ. რა თქმა უნდა, პატივს არ ვცემ იმ პროკურატურას და იმ მართლმსაჯულებას, რომელიც ამ კანონებს თავისებურად კითხულობს, რადგან ასეთი დავალება აქვთ. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.

დატოვე კომენტარი