მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს სავარაუდოდ 13 აპრილამდე დატოვებენ
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს სავარაუდოდ 13 აპრილამდე დატოვებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამ დრომდე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში, თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე რჩებიან. საჯარო რეესტრის მონაცემებით, დღეისთვის მათ მხოლოდ ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება აქვთ შეჩერებული.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძისა და ჯაფარიძის გაწვევისთვის ორთვიანი ვადა 13 თებერვალს მისცა. შესაბამისად, ეს ვადა 13 აპრილს იწურება.

საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა, იგეგმება თუ არა უახლოეს პერიოდში „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრების გამართვა და 21 თებერვალს დაანონსებული ცვლილებების ასახვა. ბანკში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში იქნება მიღებული, თუმცა სხდომის თარიღი არ დაუზუსტებიათ.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ამ დროისთვის შვიდი წევრია. ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარდა, საბჭოს შემადგენლობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ერიკ რაჯენდრაც ტოვებს.

დატოვე კომენტარი