მამუკა ხაზარაძე - ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მოთხოვნები არ შეცვლილა და ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მოთხოვნები არ შეცვლილა და ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება

ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. მიგვაჩნია, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ისეთ რთულ მდგომარეობაში, როცა ბოლო 30 წლის განმავლობაში მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ბურთი არის ხელისუფლების მხარეს“.

„დაველოდებით მათ მზაობას ე.წ. მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით. მოთხოვნები არ შეცვლილა, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება. ეს არის სრულად შეცვლა საარჩევნო გარემოსი, რომ წერტილი დავუსვათ ოცდაათწლიან გაყალბების ისტორიას და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ძლიერი, სუფთა, მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარება, რამეთუ აქედან იწყება საქართველოს მშენებლობა და პოლიტპატიმრების თემა. ეს არის ის მოთხოვნები, რომელიც არ შეცვლილა და შესაბამისად, ველოდებით ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას. ეს ქვეყანას შეიყვანს ღრმა კრიზისში. ასეთი მდგომარეობა არავის უხარია, მაგრამ ეს იქნება ძალიან კარგი გაკვეთილი, თუ როგორ არ უნდა მიისაკუთრო ხელისუფლება, როგორ არ უნდა გახადო, ამხელა ქვეყანა ერთი კაცის მმართველობის ანაბარა. ამას ჩვენ ბოლოს მოვუღებთ, დავამთავრებთ ერთხელ და სამუდამოდ, ამ მახინჯ პრაქტიკას. არ გამოვრიცხავთ არანაირ აქციას, რაც კანონის და კანონიერების ფარგლებშია“, – განაცხადა ხაზარაძემ.