მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება
მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი განცხადებით, „ლელომ“ შექმნა ყველაზე ძლიერი საარჩევნო პროგრამა, „რომლის მსგავსი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ დაწერილა“.

ხაზარაძის თქმით, არჩევნების შემდეგ „ლელო“ მთავრობას დააკომპლექტებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა – არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება. ჩვენ უახლოეს რვა თვეში შევქმენით ყველაზე დიდი პარტია, პროფესიონალთა ყველაზე ახალგაზრდული გუნდი. შევქმენით ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი პროგრამა, რომლის მსგავსი არ დაწერილა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, პროგრამა, რომელიც ოთხ წელიწადში ამ ქვეყანაში შექმნის ძლიერ საშუალო ფენას და ოჯახები ერთხელ და სამუდამოდ გაიმართება წელში.

რამდენიმე დღეში ჩვენი თანაგუნდელებისთვის გამოვაცხადებთ ჩვენს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა გავხდეთ მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებამდე, როგორ მოვიგოთ ეს არჩევნები და და როგორ გავაკეთოთ ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. მთავრობის ფორმირებას გააკეთებს „ლელო“ და განახორციელებს „მარშალის გეგმას. ჩვენს ქვეყანას არ დავუთმობთ არც ბიძინას, „ქართულ ოცნებას“ და არც რუსეთს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი