მამუკა ხაზარაძე - არ დამიწყია არც ერთი მსხვილი ბიზნესი საქართველოში, რომ არ მივსულიყავი უწმინდესთან მაკეტით და მას არ დაელოცა
მამუკა ხაზარაძე - არ დამიწყია არც ერთი მსხვილი ბიზნესი საქართველოში, რომ არ მივსულიყავი უწმინდესთან მაკეტით და მას არ დაელოცა

არ დამიწყია არც ერთი მსხვილი ბიზნესი საქართველოში, რომ არ მივსულიყავი უწმინდესთან მაკეტით და მას არ დაელოცა, არ გადაესახა ჯვარი ჩვენი საქმისთვის,-ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაზარაძის თქმით, პატრიარქს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა, მათ შორის საუბარი შეეხო ანაკლიის პროექტსაც.

„შევხვდი უწმინდესს. მოვუყევი მას ჩემი მომავალი გეგმების შესახებ. მკითხა ანაკლიაზეც. დამლოცა და მითხრა, რომ უნდა ვიყო ფრთხილად. არ დამიწყია არც ერთი ბიზნესი საქართველოში, მსხვილი ბიზნესი – ბორჯომი, ლისის ტბა, თუ ანაკლია, რომ არ მოვსულიყავი უწმინდესთან მაკეტით, ეს არის ჩემი ტრადიცია და მას არ დაელოცა, ასე ვთქვათ, არ გადაესახა ჯვარი ამ ჩვენი საქმისთვის და ყველა საქმე დამთავრდა წარმატებით“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება.

„დარწმუნებული ვარ, ანაკლია აუცილებლად აშენდება. უწმინდესი ამბობს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობისთვის“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი