მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო“ შეუერთდება როგორც 16 ივნისს, ასევე 20 ივნისს დაგეგმილ აქციებს
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო“ შეუერთდება როგორც 16 ივნისს, ასევე 20 ივნისს დაგეგმილ აქციებს

„ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელო“ 16 ივნისის აქციაზე იქნება.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, დღეს ქვეყანას ერთიანობა სჭირდება.

„დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს, გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა. ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად. „ლელო“ იქნება 16 ივნისის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე. საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა“, – წერს ხაზარაძე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.