მამუკა ხაზარაძე - 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს, თუმცა ბოლო მომენტში შესაძლოა, ოპოზიციასთან გვქონდეს კონსულტაცია იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ხელისუფლების გასტუმრება ჰქვია
მამუკა ხაზარაძე - 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს, თუმცა ბოლო მომენტში შესაძლოა, ოპოზიციასთან გვქონდეს კონსულტაცია იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ხელისუფლების გასტუმრება ჰქვია

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თბილისში, რვავე ოლქში წარადგენს საკუთარ კანდიდატებს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია საკუთარ კანდიდატებს 30-ვე ოლქისთვის ამზადებს.

„თბილისში წარვადგენთ რვავე კანდიდატურას ისევე, როგორც 30-ვე ოლქში წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს.ოპოზიციამ დღეს დაასახელა თავისი კანდიდატები. ჩვენ 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს“,- განაცხადა ხაზარაძემ.

თუმცა, ხაზარაძის განმარტებით, პერსონებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჰქონდეთ კონსულტაცია ოპოზიციურ პარტიებთან იმ ამოცანის შესასრულებლად, რაც ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებას გულისხმობს.

„ბოლო მომენტში შევხედავთ. პერსონებიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება, გვქონდეს კონსულტაცია იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჰქვია არსებული ხელისუფლების გასტუმრება. ამ ფორმულას დავექვემდებარებით“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები დაასახელა.

დატოვე კომენტარი