მამუკა კაციტაძე - უმთავრესი პრობლემაა უკიდურესად უთანაბრო საარჩევნო გარემო, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს შედეგებზე
მამუკა კაციტაძე - უმთავრესი პრობლემაა უკიდურესად უთანაბრო საარჩევნო გარემო, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს შედეგებზე

უმთავრესი პრობლემაა უკიდურესად უთანაბრო საარჩევნო გარემო, უკიდურესად მაღალ ხარისხშია გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას შედეგებზე, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეები“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

​როგორც მამუკა კაციტაძემ განაცხადა, უმთავრესი პრობლემა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ალბათ მდგომარეობს უთანაბრო საარჩევნო გარემოში და აგრესიულ ენაში.

„უმთავრესი პრობლემა მაინც არის, რომ უკიდურესად უთანაბრო საარჩევნო გარემოა, უკიდურესად მაღალ ხარისხშია გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას უკვე შედეგებზე.  ბუნებრივია, ეს ყველაფერი თავს იჩენს საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამ ყველაფერს დაემატება დანაშაულებრივი საარჩევნო სისტემა და სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ძალისხმევის მთავარი აქცენტი“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.