მამუკა კაციტაძე - ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძაობას“ ძალიან საინტერესო ყრილობა აქვს 
მამუკა კაციტაძე - ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძაობას“ ძალიან საინტერესო ყრილობა აქვს 

„ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე უფრო ხშირად მაშინ მხედავდით, როდესაც პარტია ხელისუფლებაში იყო. დღეს ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძაობას“ აქვს ძალიან საინტერესო ყრილობა, რომელზეც მოგვიწვიეს. შესაბამისად, წმინდა კოლეგიალური მომენტია, როდესაც მივიღეთ ეს მოწვევა, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეები“ წევრმა, მამუკა კაციტაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მე-8 ყრილობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყრილობის მნიშვნელოვნება ალბათ უფრო მეტად იმაში მდგომარეობს, რომ პარტია, რომელიც 17 წლის განმავლობაში ერთი ხელმძღვანელის პირობებში მოქმედებდა, დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა. ალბათ, შიდა დემოკრატიისთვის, განვითარებისთვის და კიდევ ბევრი რამისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კარგი იქნება, თუ ეს გადაწყვეტილება რეალურად იმუშავებს და არ გაჩნდება მის მიმართ ნდობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები. ვნახოთ დღევანდელი ყრილობა და ერთიანი ოპოზიციური ძალისხმევა რა შედეგებს დააყენებს ახლო მომავალში“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.