მამუკა ჯუღელი იანვარში „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას შეხვდება და კვარაცხელიას კონტრაქტზე მოლაპარაკებას დაიწყებს #1TVSPORT
მამუკა ჯუღელი იანვარში „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას შეხვდება და კვარაცხელიას კონტრაქტზე მოლაპარაკებას დაიწყებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელსა და „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა იანვარში დაიგეგმა, – ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა Twitter-ზე წერს. მისი ინფორმაციით, კვარაცხელიას აგენტი 4 იანვარს „სან სიროზე“ იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში „ინტერისა“ და „ნაპოლის“ მატჩს დაესწრება.

მაგრამ მამუკა ჯუღელი იტალიაში მხოლოდ ამ თამაშზე დასასწრებად არ მიემგზავრება – ის კლუბის ხელმძღვანელობას ხვიჩას ახალ კონტრაქტზე უნდა მოელაპარაკოს.

„დეკემბრის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში იქნება. ის „ინტერი“-„ნაპოლის“ მატჩს დაესწრება, იანვრის დასაწყისში კი, კრისტიანო ძაკარდოსთან ერთად, კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება და ფეხბურთელისთვის ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს“, – ამტკიცებს ნიკოლო სკირა.