მამუკა გორგოძე „რაგბიპასის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს #1TVSPORT
მამუკა გორგოძე „რაგბიპასის“ დიდების დარბაზში შეიყვანეს #1TVSPORT

პოპულარულმა სარაგბო გამოცემა „რაგბიპასმა“ ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე დიდების დარბაზში შეიყვანა. მასთან ერთად მისი პოზიციის (მერვე ნომერი) კიდევ 11 მორაგბეა, რომელთაგან საუკეთესოს ამავე საიტზე მიმდინარე გამოკითხვა გამოავლენს.

საუკეთესო მერვე ნომრები: მამუკა გორგოძე, კირან რიდი, ზინზან ბრუკი, სერ უეინ შელფორდი, როდნი სო’ოიალო, დუეინ ვერმიულენი, ბობი სკინსტადი, ლოურენს დალალიო, სებასტიენ შაბალი, სერჯიო პარისე, სკოტ ქვინელი, პიერ სპისი.

მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებში 2003 წლიდან 2019-მდე თამაშობდა, 75 მატჩში 135 ქულა მოაგროვა.

ხმის მიცემა: rugbypass.com/hall-of-fame/