მამუკა გორგოძე ლადო აფხაზავას „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალში გასვლას ულოცავს (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. გლობალ თიჩერ 2019-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.