მამუკა გორგოძე საუკეთესო სანაკრებო მელელოვეთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
მამუკა გორგოძე საუკეთესო სანაკრებო მელელოვეთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

პოპულარულმა სარაგბო პორტალმა „ალთიმეით რაგბიმ“ (Ultimate Rugby) გამოაქვეყნა საინტერესო სიმბოლური ნაკრები და მასში ის მორაგბეები შეიყვანა, რომლებსაც სათამაშო პოზიციის მიხედვით სანაკრებო კარიერაში ყველაზე მეტი ლელო აქვთ დადებული. სიმბოლურ გუნდში მოხვდა ქართული რაგბის ლეგენდა მამუკა გორგოძე, თუმცა არა მესამე, არამედ მეორე ხაზში – მხტომელის (4 ნომერი) პოზიციაზე. მამუკას „ბორჯღალოსნების“ რიგებში 27 ლელო აქვს დადებული.

„საკულტო ფიგურა მამუკა გორგოძემ 4 ნომრიანი მაისურისთვის ბრძოლაში მარკ ენდრიუსს აჯობა. ქართველმა სახელი ფრანგულ კლუბებში – „მონპელიე“-სა და „ტულონ“-ში თამაშით გაითქვა,“ – წერს ვებგვერდი.

მთლიანად გუნდი კი ასე გამოიყურება:

1. ტონი ვუდკოკი (ახალი ზელანდია – 10 ლელო), 2. ჯო ტაუფეტე (აშშ – 20 ლელო), 3. მარტინ კასტროჯიოვანი (იტალია – 12 ლელო), 4. მამუკა გორგოძე (საქართველო – 27 ლელო), 5. ჰიტოში ონო (იაპონია – 13 ლელო), 6. როჰან კიტსოფი (ნამიბია – 22 ლელო), 7. რიჩი მაქოუ (ახალი ზელანდია – 27 ლელო), 8. დიეგო ორმაჩეა (ურუგვაი – 41 ლელო), 9. იუსტ ვან დერ ვესტჰუიზენი (სამხრეთ აფრიკა – 28 ლელო), 10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია – 36 ლელო), 11. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა – 67 ლელო), 12. ტანა უმაგა (ახალი ზელანდია – 36 ლელო), 13. ბრაიან ო’დრისკოლი (ირლანდია – 47 ლელო), 14. დაისუკე ოჰატა (იაპონია – 69 ლელო), 15. კრისტიან ქალენი (ახალი ზელანდია – 46 ლელო).

დატოვე კომენტარი