მამუკა გორგოძე – 8 მაისს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდება, ძალა ერთობაშია
NAGOYA, JAPAN - SEPTEMBER 16: Mamuka Gorgodze of Georgia poses for a portrait during the Georgia Rugby World Cup 2019 squad photo call on September 16, 2019 in Nagoya, Aichi, Japan. (Photo by Robert Cianflone - World Rugby/World Rugby via Getty Images)
ვეტერანი მორაგბე მამუკა გორგოძე გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
როგორც მამუკა გორგოძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, გამარჯვების შემთხვევაში ხელბურთელები ზედიზედ მეორედ გავლენ ევროპის ჩემპიონატზე.
„8 მაისს, 17:00 საათზე „თბილისი არენაზე“ ერთად ვგულშემატკივრობთ ჩვენ ხელბურთელთა ნაკრებს, გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მეორედ გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე. ბიჭებს ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. გელოდებით ყველას. ძალა ერთობაშია“, – აღნიშნავს მამუკა გორგოძე.