მამუკა გამყრელიძე - რა ფუნდამენტური სხვაობა უნდა იყოს გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, როცა წლების განმავლობაში ერთად იყვნენ
მამუკა გამყრელიძე - რა ფუნდამენტური სხვაობა უნდა იყოს გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, როცა წლების განმავლობაში ერთად იყვნენ

რა ფუნდამენტური სხვაობა უნდა იყოს გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, როცა წლების განმავლობაში ერთად იყვნენ, – ამის შესახებ მამუკა გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რომელ ფუნდამენტურ სხვაობებზე ვსაუბრობთ გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის?!“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

გადაცემაში სტუმრად მყოფი პოლიტიკოსის, სოფო ხორგუანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს ყველაფერი თამაშია, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რომ არ იცის, ეს თამაშია თუ არა, მაგრამ პირადად მას ეს წინასაარჩევნო ნაბიჯი უფრო ჰგონია, ვიდრე მათ შორის რაღაც მსოფლმხედველობრივი განსხვავებები.

„ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.