მამუკა ბახტაძის პასუხი უცნაურ ინფორმაციაზე - იყო თუ არა 90-იან წლებში საძმოს წევრი და არის თუ არა ბერიას შთამომავალი

ასეთი ინფორმაციის გამავრცელებლებს ნამდვილად კარგი ფანტაზიის უნარი აქვთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, რომელიც 90-იან წლებში მისი საძმოს წევრობას და ბერიას შთამომავლობას შეეხებოდა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ასეთი კითხვებით მიმართა: „გავრცელდა ინფორმაცია, 90-იან წლებში თქვენ იყავით საძმოს წევრი. ასევე თქვენ ხართ ბერიას შთამომავალი. ეს იყო საძმო, რომელიც საკმაოდ ცუდ საქმეებს ჩადიოდა იმ პერიოდში. იყო ინფორმაცია, რომ ბერიას შთამომავალი ხართ”.

„თქვენ გინდათ, უარვყო ან დავადასტურო ეს ინფორმაცია? მე ვადასტურებ, რომ ასეთი ინფორმაციის გამავრცელებლებს ნამდვილად კარგი ფანტაზიის უნარი აქვთ”, – აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამაუკა ბახტაძე 1982 წლის 9 ივნისს დაიბადა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას ის 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებდა.