მამუკა ბახტაძეს საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპული სასამართლოებში მოქალაქეთა მიმართვიანობის შემცირებასა და აფგან მუხთარლის საქმეზე ჰკითხეს 
მამუკა ბახტაძეს საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპული სასამართლოებში მოქალაქეთა მიმართვიანობის შემცირებასა და აფგან მუხთარლის საქმეზე ჰკითხეს 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ევროპული სასამართლოებში მოქალაქეთა მიმართვიანობის შემცირებასა აფგან მუხთარლის საქმეზე დაუსვეს შეკითხვა.

„სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეები მიმართვიანობა ევროპული სასამართლოებში შემცირდა. რა იყო ამის მიზეზი? ასევე თუ გააგზავნეთ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში აფგან მუხთარლისთან შესახვედრად, რომელიც თქვენს ქვეყანაში მოიტაცეს და თუ აღიძრა საქმის მონაწილე მოხელეების წინააღმდეგ საქმე?“,- მიმართა ევროპარლამენტარმა მამუკა ბახტაძეს.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოში გატარდა სასამართლო რეფორმის სამი ტალღა და მეოთხე ტალღაზე მიდის მუშაობა.

„რაც შეეხება მართლმსაჯულების სისტემას, ციფრები საუკეთესო პასუხია, მაგრამ, ყველაფერი იწყება პოლიტიკური ნებით, 2013 წელს იყო პოლიტიკურ ნება, რომ ეს ტრანსფორმაცია დაგვეწყო და წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენ გავატარეთ რეფორმების სამი ტალღა და ახლა მეოთხე ტალღისთვის ვემზადებით. რაც შეეხება კითხვას, რა იყო მთავრი მიზეზი, გიპასუხებდით, რომ ყველაფერი იწყება პოლიტიკური ნებით. აფგან მუხთარლის საქმე ძალიან სენსიტიურია. ჩვენ გვაქვს კოორდინაცია და კომუნიკაცია აზერბაიჯანელ კოლეგებთან, გამოძიება გრძელდება და ჩემს შეფასებას გამოძების დასრულების შემდეგ გავაკეთებ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.