მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლად აშენებული სამშენებლო კოლეჯი დაათვალიერა
მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლად აშენებული სამშენებლო კოლეჯი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზესტაფონში ახლად აშენებული სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია “m2-ის” საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება სამი მილიონი ლარია.

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი ყოველწლიურად 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით – დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს. პროექტი სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებასა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სასწავლებელი 50-მდე აკადემიურ და 30-მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს. კოლეჯი პირველ ნაკადს 2019 წლიდან მიიღებს.