მამუკა ბახტაძემ თელავში ტექნოპარკი გახსნა
მამუკა ბახტაძემ თელავში ტექნოპარკი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრი თელავში გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოში მესამე ტექნოპარკი კახეთში გაიხსნა.

ტექნოპარკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს კონკრეტული იდეების ბიზნესპროექტებად გადაქცევასა და ინოვაციების მთელ მსოფლიოში გაყიდვაში.

ტექნოპარკი თელავში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აშენდა.

პრემიერ-მინისტრი მანამდე თელავის მეცხრე სკოლაში იმყოფებოდა. მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა ახლად რეაბილიტირებული სასწავლო დაწესებულება. მეცხრე სკოლის სრული რეაბილიტაცია მილენიუმის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სკოლა აღიჭურვა ახალი ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკითა და საბუნებისმეტყველო საგნებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ლაბორატორიით“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.