მამუკა ბახტაძემ სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
მამუკა ბახტაძემ სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

მამუკა ბახტაძე საქართველოს მთავრობის სახელით მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი სენატორის ოჯახს უსამძიმრებს.

„ქართველი ხალხის და პირადად ჩემი სახელით, მთელი გულით ვიზიარებ ბატონი მაკკეინის ოჯახის მწუხარებას. სენატორი ჯონ მაკკეინი იყო პატივისა და ღირსების მქონე ადამიანი, რომელიც ყველაზე მძიმე დროს იდგა საქართველოს გვერდით.

სენატორი მაკკეინი მუდამ ემახსოვრება საქართველოს, როგორც ჩვენი უძვირფასესი მეგობარი“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2 სექტემბერს დაკრძალავენ.