მამუკა ბახტაძემ სამძიმარი გამოთქვა გორსა და ქედაში ბავშვების დაღუპვის გამო
მამუკა ბახტაძემ სამძიმარი გამოთქვა გორსა და ქედაში ბავშვების დაღუპვის გამო

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამძიმარი გამოთქვა გორსა და ქედაში ბავშვების დაღუპვის გამო.

„რამდენიმე დღის წინ, მთელი საქართველო შეძრა უმძიმესმა ფაქტმა, როდესაც გორში 8 წლის ბავშვი გახდა შემზარავი ძალადობის მსხვერპლი. დამნაშავე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

აქვე მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ტრაგედიის გამო, რომელიც ქედაში, სოფელ დოლოგანში დატრიალდა.

გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, დაკავებულია სამი პირი. თუ დადგინდა, რომ დარღვეულია უსაფრთხოების წესები, ყველა მათგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბავშვების ოჯახებს და მათ ახლობლებს. ასეთი შემზარავი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.