მამუკა ბახტაძემ საარჩევნო კომისიის თანამშრომლებსა და სამართალდამცველებს არჩევნებზე მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა 
მამუკა ბახტაძემ საარჩევნო კომისიის თანამშრომლებსა და სამართალდამცველებს არჩევნებზე მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საარჩევნო კომისიის ყველა თანამშრომელსა და სამართალდამცველებს შუალედურ და ადგილობრივ არჩევნებზე მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდის.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, წინასწარი ინფორმაციით, ყველგან „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ.

„იმ ინფორმაციით, რომელიც ამ წუთებში არის შემოსული, ყველგან იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ სავარაუდოდ იქნება მეორე ტური. მე მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საარჩევნო კომისიის ყველა თანამშრომელს, მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავებს, ვინაიდან დღეს თითოეულმა ჩვენგანმა იხილა მათი ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.