მამუკა ბახტაძემ პარლამენტს პირველი წლიური ანგარიში ივნისის ბოლომდე უნდა წარუდგინოს
მამუკა ბახტაძემ პარლამენტს პირველი წლიური ანგარიში ივნისის ბოლომდე უნდა წარუდგინოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პირველი წლიური მოხსენება ივნისის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.

საკანონმდებლო ორგანოსთვის წლიური მოხსენების წარდგენა ახალი რეგლამენტით არის განსაზღვრული, რომლის მიხედვით, მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1-ელ ივნისამდე წარედგინება.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მოხსენებით გამოსვლის დროსა და ფორმატს, რეგლამენტის თანახმად, დროს პრემიერთან შეთანხმებით პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს, მთავრობის ხელმძღვანელის მოხსენების დასრულების შემდეგ კი პოლიტიკური დებატები გაიმართება.

ძველი რეგლამენტის პირობებში პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშს წერილობითი ფორმით სექტემბერში წარუდგენდა.