მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და ბლოკ „ჩემს ნაბიჯს“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და ბლოკ „ჩემს ნაბიჯს“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

სააგენტო News.am-ის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და ბლოკ „ჩემს ნაბიჯს“ ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის მთავრობას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობასა და სომხეთის ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული პროგრამების განხორციელებაში.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და საქართველოს მთავრობები გააგრძელებენ ეფექტიანი თანამშრომლობას მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის და ორი ერის საკეთილდღეოდ.