მამუკა ბახტაძემ კრისტინ ლაგარდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
მამუკა ბახტაძემ კრისტინ ლაგარდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, კრისტინ ლაგარდს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა კრისტინ ლაგარდს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობებში ახალი ეტაპი გახდება.

პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.