მამუკა ბახტაძემ კასპში უეფა-ს სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
მამუკა ბახტაძემ კასპში უეფა-ს სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

სექტემბრის ბოლოს კასპში უეფას მეორე კატეგორიის სტანდარტების სტადიონი დაიწყებს ფუნქციონირებას, – სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების წახალისება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად მსგავსი პროექტების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

კასპის უეფა-ს მეორე კატეგორიის სტანდარტების სტადიონი, ხელოვნურსაფარიანი მოედნით, 520 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ამასთან ერთად, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ცენტრალურ საფეხბურთო მოედანს, საფეხბურთო სკოლას და სავარჯიშო მოედანს.

პროექტის ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. პრემიერ-მინისტრთან ერთად სტადიონზე რეგიონის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მოადგილე იმყოფებოდნენ.

მთავრობის მეთაური კასპის სპორტულ სკოლასაც სტუმრობდა, სადაც ძიუდოსა და კალათბურთია დარბაზები დაათვალიერა და სპორტსმენებს გაესაუბრა.