მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო
მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო.

მამუკა ბახტაძეს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი კიდევ ხუთი ქვეყნის ლიდერებთან – უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, მოლდოვისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მასპინძლობს.

ერთობლივი ფოტოს შემდეგ, ლიდერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის საიუბილეო, არაფორმალური ვახშამი გაიმართება. ხვალ კი მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნება, რომელში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

პანელზე, რომელსაც საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკომისარი, ფედერიკა მოგერინი გახსნის, მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, კავშირისა და საზოგადოების პირობებში, – ამ სახელწოდების დისკუსიით დასრულდება მაღალი დონის კონფერენცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის საიუბილეო, ორდღიანი ღონისძიებები ბრიუსელში.