მამუკა ბახტაძემ ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
მამუკა ბახტაძემ ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, სადაც ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. სექტემბრიდან ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები დაიწყება, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს.

ამ დროისთვის სამუშაოებზე 200 ადამიანია დასაქმებული, სექტემბრიდან კი მათი რიცხვი 250 მდე გაიზრდება. სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.