მამუკა ბახტაძე - ზუსტად ვიცით, რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ხალხი და ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად შევძლებთ სირთულეების გადალახვას
მამუკა ბახტაძე - ზუსტად ვიცით, რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ხალხი და ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად შევძლებთ სირთულეების გადალახვას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ლადო კახაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ლადო კახაძეს არჩევნებში გამარჯვებას!

დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის.

ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რა სახის პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ხალხი და საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად შევძლებთ არსებული სირთულეების გადალახვას!“, – წერს მამუკა ბახტაძე „ფეისბუქზე“.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გახსნილი ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია. 31-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 61.83 (ხმა) პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 38.17 (6630 ხმა) პროცენტი.