მამუკა ბახტაძე - ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელი და ამორალურია
მამუკა ბახტაძე - ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელი და ამორალურია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდის სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ამ ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულაცია სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივის“ დროს, ინტერნეტმომხმარებლის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მან გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„მინდა, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახს, ნათესავებს კოლეგებს. მოხდა ადამიანური ტრაგედია და ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია სრულიად მიუღებელი და ამორალურია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.