მამუკა ბახტაძე - ყველა შეეგუოს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების ცვლილების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა
მამუკა ბახტაძე - ყველა შეეგუოს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების ცვლილების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა

ვინც იერიშს მიიტანს კონსტიტუციაზე, მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების ცვლილების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია, სადაც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნები და დემოკრატიული პროცესია.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების ცვლილების დრო ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია, სადაც ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნები და დემოკრატიული პროცესია. ამას ყველა შეეგუოს“, – განაცხადა პრემიერმა.