მამუკა ბახტაძე - ვერავინ დამისახელებს იმაზე ობიექტურ და გამჭვირვალე სოციოლოგიურ კვლევას, ვიდრე არის არჩევნები
მამუკა ბახტაძე - ვერავინ დამისახელებს იმაზე ობიექტურ და გამჭვირვალე სოციოლოგიურ კვლევას, ვიდრე არის არჩევნები

ვერავინ დამისახელებს იმაზე ობიექტურ და გამჭვირვალე სოციოლოგიურ კვლევას, ვიდრე არის არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ ენდიაის კვლევებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, NDI-ი არის პატივსაცემი ინსტიტუტი, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებას ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს, თუმცა ზედმეტია საუბარი იმ ორგანიზაციაზე, რომელიც საველე სამუშაოებს ატარებს.

„ბოლო ექვსი წლის გამოცდილებას რომ შევხედოთ, სულ სხვადასხვანაირი შედეგია. 2012 წელს ეს კვლევა ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ 12-16%-ს დააგროვებდა, შედეგები ყველამ ვნახეთ, იგივე მოხდა წინა არჩევნებზე. შესაბამისად, ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარი. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც დავაგროვეთ, მსგავს კვლევებს რეალობასთან სიახლოვე არ აკავშირებს. ისინი რეალურ ცხოვრებაში ოდესმე გამართლებულა?! არასოდეს. ამ კვლევების მიზანია გარკვეული პოლიტიკური ნარატივის შექმნა, თუმცა შემდეგ, არჩევნები და განწყობა არის სხვა, ამდენად დეტალურად არ ჩავუღრმავდები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი