მამუკა ბახტაძე ვარაუდობს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება
მამუკა ბახტაძე ვარაუდობს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვარაუდობს, რომ თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბახტაძემ განაცხადა, თბილისის გარდა, ყველგან „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ.

„ინფორმაციები, რაც შემოსულია ჩვენთან, ყველგან ლიდერობს და პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატურები. რაც შეეხება თბილისს, სავარაუდოდ, გვექნება მეორე ტური“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.