მამუკა ბახტაძე ვახტანგ ბალავაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს 
მამუკა ბახტაძე ვახტანგ ბალავაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვახტანგ ბალავაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, ვახტანგ ბალავაძის გარდაცვალების გამო. ვახტანგ ბალავაძე იყო მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი და ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული ჭიდაობისა და საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის განვითარების საქმეში. ვუსამძიმრებ სახელოვანი სპორტსმენის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს ამ დიდ დანაკლისს”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ბალავაძე დღეს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.