მამუკა ბახტაძე - უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს კონცეფციის შემუშავებაში სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან
მამუკა ბახტაძე - უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს კონცეფციის შემუშავებაში სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან

უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნის საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილება შემოდგომაზე მიიღება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე, უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, საკითხზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და კონცეფციის ჩამოყალიბებაში მთავრობას სტრატეგიული პარტნიორები ეხმარებიან.

„განვაცხადე, რომ ჩვენ ზაფხულში ვიმუშავებდით ამ საკითხზე, მაგრამ ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღება შემოდგომაზე უნდა მოხდეს. მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან კონცეფციის შემუშავებაში. პარლამენტში, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, წარვდგებით ამ ინიციატივით, სადაც საშუალება გვექნება ყველას, მათ შორის საზოგადოებასაც, გვქონდეს კომუნიკაცია, რომ მივიღოთ ისეთი ორგანო, რომელიც იქნება სრულ თანხვედრაში სტანდარტებთან, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის. ეს არის ევროპული სტანდარტები და ნატო-ს სტანდარტები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.