მამუკა ბახტაძე - უპასუხისმგებლო ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა მცდელობა, გამოეყენებინა მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი პროვოკაციისთვის, რაც კითხვის ნიშანს არ ტოვებს
მამუკა ბახტაძე - უპასუხისმგებლო ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა მცდელობა, გამოეყენებინა მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი პროვოკაციისთვის, რაც კითხვის ნიშანს არ ტოვებს

უპასუხისმგებლო ძალას, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ჰქონდა მცდელობა, გამოეყენებინა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი პროვოკაციისთვის, რაც კითხვის ნიშანს არ ტოვებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 20 ივნისს პოლიცია იძულებული იყო, ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებად მასმედიის საშუალებებს გინდათ, რომ ეს კითხვის ნიშნად დატოვოთ. ვისაც ეკუთვნის ეს შენიშვნა, იმან მიიღოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ასევე, მისივე თქმით, 20 ივნისს პოლიცია იძულებული იყო, ძალა გამოეყენებინა.

„ყველა დასკვნაში არის მითითებული, რომ პოლიციას არ ჰქონდა დარჩენილი სხვა საშუალება, გარდა იმისა, რომ ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა. ნებისმიერი სამართალდამცველი, რომელმაც თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ცალკეულ შემთხვვეებში ადგილი ჰქონდა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რა თქმა უნდა, ისინიც იქნებიან მხილებული და წარდგებიან კანონის წინაშე. ეს არის მოცემულობა და ძალიან გთხოვთ, ნუ ცდილობთ ამ მოცემულობის შეცვლას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.