მამუკა ბახტაძე UFC-ის უმაღლეს ლიგაში ქართული დროშით მოასპარეზე ერთადერთ სპორტსმენ მერაბ დვალიშვილს შეხვდა
მამუკა ბახტაძე UFC-ის უმაღლეს ლიგაში ქართული დროშით მოასპარეზე ერთადერთ სპორტსმენ მერაბ დვალიშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შერეული ორთაბრძოლების უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს შეხვდა.

მერაბ დვალიშვილი ერთადერთი მებრძოლია, ვინც აშშ-ში, შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატის (UFC) უმაღლეს ლიგაში ქართული დროშით ასპარეზობს.

ბოლო გამარჯვება მან 15 სექტემბერს მოიპოვა, როცა რთულ ორთაბრძოლაში ამერიკელი მეტოქე, ტერიან უორი დაამარცხა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ მერაბ დვალიშვილს დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი სპორტსმენის წარმატებული ასპარეზობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისათვის. მერაბ დვალიშვილი პრემიერს თავისი სპორტული კარიერისა და მიღწეული შედეგების შესახებ ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენს შემდგომი წარმატება უსურვა და თავის მხრივ, კვლავაც გულშემატკივრობა და მხარდაჭერა აღუთქვა.